დე ფაქტო პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ექნებათ იმ ქვეყნების სია, რომლებსაც "უსამართლო დამოკიდებულება" აქვთ საქართველოს მიმართ. ამის შესახებ მან აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.
"ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც აქვთ უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები არ დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა. მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას"- ამბობს დე ფაქტო პრემიერმინისტრი.