logo
ENG



ესტონეთმა ოცნების 14 პირს, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა

15 დეკ 202413:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/15/0g40mqzxjmyuuxz.png

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ცნობითესტონეთმა ოცნების კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესა.

"ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წარმომადგენელი დაასანქცირა, მათ შორის ირაკლი კობახიძე. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ", - წერს ცაჰკნა X-ზე.

ამ ეტაპზე, დასანქცირებული პირების ვინაობა უცნობია. 

2 დეკემბერს, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესეს.

მაშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ლიეტუვაში, ლიტვასა და ესტონეთში შესვლა ეკრძალებათ: 

  • ბიძინა ივანიშვილს
  • ვახტანგ გომელაურს
  • შალვა ბედოიძეს
  • იოსებ ჭელიძეს
  • ალექსანდრე დარახველიძეს
  • გიორგი ბუთხუზს
  • ზვიად ხარაზიშვილს
  • მილერი ლაგაზაურს
  • მირზა კეზევაძეს
  • ვაჟა სირაძეს
  • თეიმურაზ კუპატაძეს 

 

 

 


close დახურვა