ცნობილია ქართული ოცნების მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და ოცნებასთან დაახლოებული პირების სია, ვისაც ლიეტუვამ სანქციები დაუწესა.
მათ სიას civil.ge აქვეყნებს. დასანქცირებულია 17 ადამიანი.
-
გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
-
კახა კალაძე - ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი
-
მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
-
მამუკა მდინარაძე - ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე
-
ოთარ ფარცხალაძე - ყოფილი მთავარი პროკურორი
-
ირაკლი რუხაძე - იმედის მფლობელი
-
ლევან მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
-
ვიქტორ ჯაფარიძე - POSTV-ის მფლობელი, პარლამენტის წევრი
-
დიტო სამხარაძე - ქართული ოცნების წევრი
-
გოგა ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური იდეოლოგი
-
ირაკლი კობახიძე - პრემიერმინისტრი
-
გიორგი კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა
-
ზვიად შალამბერიძე - პროკურორი
-
შალვა თადუმაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
-
თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი
-
ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
-
კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი
ლიეტუვამ ქართული ოცნების წევრებსა და მათ გარემოცვას სანქციები 15 დეკემბერს დაუწესა.