ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის €230000 გამოყოფს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც X-ზე გავრცელდა.
"ჩეხეთი გმობს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ბოლოდროინდელ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ ვამყარებთ ჩვენს ვალდებულებას €230000 ოდენობის გადაუდებელი დახმარების სახით ქართული სამოქალაქო საზოგოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის", - ვკითხულობთ პოსტში.