აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებით, აშშ სოლიდარულია ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
მან ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შეკითხვაზე გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომ აშშ ამზადებს დამატებით ღონისძიებებს, მათ შორის სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.
"ჩემი აზრით, 4-5 კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ დარჩა საკმაოდ დიდი სამოქმედო სივრცე. საბოლოო ჯამში, ჩვენ სოლიდარულები ვართ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. როგორც ადრე სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ჩვენ ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც, ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის"- განაცხადა პატელმა.