logo
ENG



ჩაშლილი ტენდერი

19 დეკ 202420:30
3 წუთის საკითხავი
 

ოლიგარქის რეჟიმი ტენდერებსაც ვეღარ ატარებს, რომელიც როგორც წესი, ოცნებისთვის კორუფციის წყაროდ განიხილება. ბიზნესმა უარი თქვა მშვიდობიანი მოქალაქეების დამრბევთა გამოკვებაზე. არ შედგა სპეცრაზმელებისთვის ლანჩის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი. ასევე კვების უზრუნველყოფისთვის გამოცხადებული სამ მილიონიანი ტენდერი ამ დრომდე გამოხმაურების გარეშეა. ამ კუთხით ერთადერთი განაცხადი, რომელიც რეპრესიული პოლიტიკის პერიოდში გამოიკვეთა, ოცნების შემწირველ კომპანიას უკავშირდება. საინტერესოა, რომ აქციების პერიოდში სპეცრაზმელების და პოლიციელების კვება ბიუჯეტს მილიონ ნახევარი ლარი უტენდეროდ უკვე დაუჯდა.


close დახურვა