"ონცნების" მთავრობის მიერ შექმნილმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 595 ახალი ავტომობილის შესაძენად ჯამში 47.3 მილიონი ლარის ღირებულების ხუთი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებისთვის 2026 წლის გამოშვების სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შეძენა იგეგმება, მათ შორის პიკაპების, სრულად ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილებისა და ელექტრომობილების.
ავტომობილები განკუთვნილია სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, შემოსავლების სამსახურისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, მელიორაციისთვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის.
შესყიდვა მოიცავს 305 პიკაპს, 287 ჰიბრიდულ ავტომობილსა და 3 ელექტრომობილს. ყველაზე დიდი მოცულობის ტენდერი 305 სპეციალიზებული ავტომობილის შესყიდვას ითვალისწინებს, რომლის სავარაუდო ღირებულება 27.5 მილიონ ლარზე მეტია.
ტენდერებში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 24 ივნისიდან შეძლებენ, განაცხადების მიღება კი 25 ივნისს დასრულდება.
