logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის

20 დეკ 202415:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/20/8fh4b1tj5zcuzne.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დღეს ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვებს წარადგენენ. ამის შესახებ ის X-ზე წერს. 

"ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას შეაჩეროს სვლა ევროკავშირისკენ. მშვიდობიან პროტესტებს პოლიციის მხრიდან ძალადობა მოჰყვა.

დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის.

ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობისთვის ნათელია: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხისთვის ზიანის მიყენება", - წერს ფონ დერ ლაიენი. 

16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ევროპული საბჭო უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შეთანხმდა, მათთვის, ვისაც, ქართული დიპლომატიური პასპორტი აქვთ.


close დახურვა