logo
ENG



კობახიძე: ოპოზიცია ისტერიკაშია, ხალხი აქციებზე აღარ დადის - 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს

22 დეკ 202414:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/22/r8ndxo8lf0c45sc.jpg

ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია ისტერიულ მდგომარეობაში და აქციებზე ხალხს ვეღარ აგროვებს.

მისივე მტკიცებით, გუშინდელ აქციაზე დაახლოებით 3000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

"ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ ხედავდით, რომ აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას. ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს პოლიციის გამოწვევა, ძალადობით ვეღარ ახერხებენ პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

Visioner-ის ცნობით, გუშინდელ აქციას 200 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

 

 


close დახურვა