პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის საპროტესტო მონაწილეებს შეხვდა. მან თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ მოწყობილ საახალწლო სოფლის სცენაზე გადაინაცვლა, საიდანაც აქციის მონაწილეებს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა.
ზურაბიშვილს ნიღბიანი პირი სცენაზე ასვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ამის მიუხედავად, პრეზიდენტი დადგმულ სცენაზე ავიდა.
"მინდა მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანიც, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია.
კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ! დიდი მადლობა და შევხვდეთ 21:00-ზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
***
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 დეკემბერს, 21:00-ზე რუსთაველის გამზირზე, აქციას შეუერთდება და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.