logo
ENG



გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

29 მაი 202614:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/29/o8ri5ddtmuz0k2z.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი დამნაშავედ ცნო და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზურაბ მენთეშაშვილი უკვე 7 თვეა, ციხეში იმყოფება, შესაბამისად, ის საპატიმროს 2 თვეში დატოვებს.

ზურაბ მენთეშაშვილი 2025 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.


close დახურვა