logo
ENG


ლუაზო: ქართველი "პრემიერმინისტრი" ლეგიტიმურ პრეზიდენტს ემუქრება
ნატალი ლუაზო
22 დეკ, 2024 23:39
ლუაზო: ქართველი "პრემიერმინისტრი" ლეგიტიმურ პრეზიდენტს ემუქრება
  • 201ნახვები

ქართველი "პრემიერმინისტრი" (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებით მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და მას გისოსებს მიღმა წარმოიდგენს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მმართველმა პარტიამ ქართველი ხალხისა და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას ძირი გამოუთხაროს.

წერს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ზე. დღეს დე ფაქტო პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა:

"ვნახოთ, სად გააგრძელებს სალომე ზურაბიშვილი ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ის გაწირავს ყველას, ვინც მასთან ერთად იქნება რეზიდენციაში"



ასევე ნახეთ
close დახურვა