მართალია, თქვენ აქ რაღაც 300 კაცი ხართ. მართალია, დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონი, თუ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და თან ორჯერ. მართალია, რომ მე დამპირდნენ, რომ გისოსების უკან ვიქნებოდი მალე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?! არ გვეშინია იმიტომ, რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ესაა კიდევ ერთი ტყუილი ბევრ ტყუილთა შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება.
დღეს აქ მრავალთა მარშის შუა მოდიოდა ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იყო ანწუხელიძის მარში და სწორედ ანწუხელიძის წინაშე მე ვარ ვალდებული, თქვენ ხართ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ, თორემ არ ვიქნებოდით, საქართველო არ იქნებოდა, მაგრამ საქართველო არასოდეს ეგუება, არასოდეს თმობს, როცა მართალია და მართალია საქართველო და მართალი ხართ თქვენ!