logo
ENG



თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

24 დეკ 202414:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/24/h0b2gx6t2pjlvkw.jpg

თბილისის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 2 მილიარდ 455 მლნ ლარი იქნება.

2025 წელს განსახორციელებელი პროგრამები და პროექტები ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ წარადგინა - კენჭისყრაში მონაწილეობა 27 წევრმა მიიღო. 27-ივემ მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი სხდომაზე არავინ არ იყო.

მისი განცხადებით, აღნიშნული თანხიდან ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებულია 707 მლნ ლარი:

  • გზები  – 155 მლნ ლარი;
  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის ავტობუსების შეძენა – 183 მლნ ლარი;
  • კეთილმოწყობის ღონისძიებები – 86 მლნ ლარი;
  • ხიდები, კოლექტორები, საყრდენი კედლები – 24 მლნ ლარი;
  • ავარიული სახლების გამაგრება-ჩანაცვლება – 21 მლნ ლარი;
  • პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია  – 52 მლნ ლარი;
  • თბილისის განვითარების ფონდის პროექტები – 46 მლნ ლარი;
  • სპორტული მოედნები, მათ შორის ვერის კორტების რეაბილიტაცია – 11 მლნ ლარი;
  • ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 14 მლნ ლარი.
  • ხმალაძემ ასევე თქვა, რომ მიმდინარე და საოპერაციო ხარჯებს შორისაა გათვალისწინებული საბავშვო ბაგა-ბაღების სუბსიდია – 218 მლნ ლარი;
  • ტრანსპორტის სუბსიდია – 396 მლნ ლარი;
  • დასუფთავების ღონისძიებებისთვის 125 მლნ ლარი;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისა და პროექტების ჯამური ბიუჯეტია 533 მლნ ლარი.

სხდომას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა - ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესიდან ერთადერთი გამოსავალი ახლა მხოლოდ ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.

 

 

 

 


close დახურვა