logo
ENG



გახარია საქართველოსთვის: სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და აგარის ქარხნის თანამშრომლებს

26 დეკ 202413:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/26/d9rxkoxru9yvixh.jpg

პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები ბევრი მიმართულებით. პარტია სოლიდარობას უცხადებს მეშახტეებსა და აგარის ქარხნის თანამშრომლებს.

"ტყიბულში, ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება, რაც კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მძიმე სოციალური რისკების ქვეშ აყენებს. ასევე, მასობრივად გაიფიცნენ “აგარის შაქრის” თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება.

როდესაც პარტიული, კორუფციული ბიზნესინტერესები არ ექვემდებარება საჯარო თუ სახელმწიფო ანგარიშვალდებულების პრინციპს, კატასტროფული სოციალური წნეხი აშკარა ხდება.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და “აგარის ქარხნის” თანამშრომლებს, ვემხრობით საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას და მზაობას ვაცხადებთ ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის ამ კრიტიკულ ვითარებებში საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

 

close დახურვა