logo
ENG



მედიატორი გიორგი აბულაძე წერს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

27 დეკ 202413:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/27/2216zdlhx7ik0cf.jpg

მედიატორი გიორგი აბულაძე წერს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულო სააგენტოდან. როგორც ის თავის პოსტში წერს, შვებულებაში მყოფს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ 2025 წლიდან განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას ვეღარ შეძლებდა.

აბულაძე მიიჩნევს, რომ მისი და კიდევ ორი მედიატორის გათავისუფლება 30 ნოემბრის განცხადებას უკავშირდება, რითაც პროგრამის მედიატორები მთავრობის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ.

"ვინც მიცნობს და იცის ჩემი ინტერესების შესახებ, ის მიხვდება რამხელა ტრაგედიაა ეს ყველაფერი ჩემთვის, ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არ არის რიგითი/უბრალო საქმე, რომელსაც რამის სანაცვლოდ ვაკეთებდი. ჩემთვის ეს არის ღირებულებითი სამუშაო, რომელსაც ვაკეთებ(დი), რადგან მწამს, შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო უკეთესი სოციალური გარემოს მშენებლობაში, დავეხმარო ახალგაზრდებს, მოვუსმინო და ვესაუბრო როგორც თანასწორს, რადგან ეს ძალიან სჭირდებათ და არავინ ამას არ აკეთებს მათთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, ყველა საქმეზე, რომლებზეც ვიმუშავე, ჩემი მთავარი საფიქრალი იყო ის ახალგაზრდა და დაზარალებულო, ვისთანაც ვმუშაობდი. ერთად გვიხაროდა მედიაციის წარმატებით დასრულება და ერთადაც გვიტირია. მოუხედავად საქმის სირთულის, ჩადენილი დანაშაულის შინაარსის თუ მხარ(ეებ)ის დამოკიდებულებისა, არასდროს არ მიმოქმედია მხარეების ინტერესის, როგორც ჩემთვის საქმიანობის უმაღლესი ღირებულების, საწინააღმდეგოდ. ყველაზე მეტად გული მტკივა იმ საქმე(ებ)ზე, რომელზეც უნდა მემუშავა.

ერთი სასაცილო რამ მოხდა ბონუსად - ვსწავლობ სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამაზე, რაც ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტსაც. ჩემი ინტერესის გათვალისწინებით ვამჯობინე პრობაციის სააგენტოში გამევლო. თავიდან, ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად არასრულწლოვნებთან მუშაობაზე მივიღე უარი და მომცეს ყოფილ და უვადო მსჯავრდებულებთან მუშაობის შესაძლებლობა. მერე ფორმალური პრობლემები შექმნეს, ახლა კი საერთოდ უარი მითხრეს პრაქტიკის გავლაზეც [არადა თუ არ მექნება სააგენტოსთან შრომითი ურთიერთობა, არ მექნება არანაირი ინტერესთა კონფლიქტი, ჰიპოთეზურიც კი!]" - წერს აბულაძე.


close დახურვა