logo
ENG



შსს: ექვსივე დაკავებული მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

29 დეკ 202416:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/29/0vr20d4pp6ncf5a.jpg
MO SE

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებული ექვსივე დემონსტრანტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აღნიშნული ინფორმაცია შსს-მ ფორმულას დაუდასტურა.

ასევე, ფორმულა ერთ-ერთ დაკავებულს დაუკავშირდა და მისივე თქმით, ის ხელწერილის საფუძველზე მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, დაკავებულების წინააღმდეგ გამოძება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

 


close დახურვა