საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციის თანახმად, 2024 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან დღემდე მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, დაშინებისა და გაჩუმების მცდელობები 80%-ია.
"საგანგაშო იყო 2024 წელი ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების დრამატული ზრდის კუთხით. მიმდინარე წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე.
2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია", - წერია განცხადებაში.