მიხეილ ყაველაშვილის არალეგიტიმური პრეზიდენტობის დაწყების პარალელურად საზოგადოება სალომე ზურაბიშვილის მომდევნო ნაბიჯებს ელოდება. ახალი წლის შემდეგ პრეზიდენტი საზოგადოებას უფრო მეტ დეტალს ეტყვის. ამ ეტაპისთვის ცნობილია ის, რომ ზურაბიშვილი აქტიური იქნება როგორც ქვეყნის შიგნით და ხალხთან კომუნიკაციას გააძლიერებს, ასევე საგარეო ასპარეზზე, სადაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესები უნდა წარმოადგინოს. მნიშვნელოვანი დეტალია, როგორ გაგრძელდება ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ურთიერთობა.