logo
ENG



ომბუდსმენი: ნახიდურის ტრაგიკული შემთხვევა მნიშვნელოვან გამოწვევებზე მიუთითებს

31 დეკ 202412:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/31/xo9p913et9r7kbd.jpg

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ნახიდურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, გუშინ, ნახიდურში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს ამ ურთულეს დროს.

ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა.

ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც მოიცავს უსაფრთხო გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობას, სიჩქარის შეზღუდვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები.

მნიშვნელოვანია მედიამ გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მიმდინარე ტრაგედიის გაშექებისას, არ გაავრცელოს გადამოუწმებელი ინფორმაცია და სიძულვილის ენა", – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

ავარია ბოლნისი-მარნეულის გზაზე 30 დეკემბერს ღამით მოხდა. მანქანა ქვეითად მოსიარულე მოზარდებს დაეჯახა. ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. 

 

 


close დახურვა