თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თავდაპირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს ჩვეული გრაფიკით იმუშავებდა არასწორად გავრცელდა და ის 03:00 საათამდე იმუშავებს.
სატრანსპორტო კომპანიაში ამბობდნენ, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო გრაფიკი არ შეიცვლებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელეს, რომ თბილისში 31 დეკემბრის ღამეს გალაკონცერტი დაგეგმილი არ არის.
სამუშაო საათების გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1 იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
მათივე ცნობით, მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს 6 იანვრის ღამეს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მოქალაქეები ახალი წლის შეხვედრას რუსთაველის გამზირზე აპირებენ. ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლის ნაწილია, რომელიც საქართველოში 28 ნოემბრიდან დაიწყო.