FOX NEWS-ის პროდიუსერი ნანა საჯაია სოციალურ ქსელში კონგრესმენ ჯო უილსონის წერილს აქვეყნებს, რომელიც FOX NEWS-მა მოიპოვა. წერილის თანახმად, ჯო უილსონი ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასანქცირებას ითხოვს.
„ესეც კონგრესმენ უილსონის წერილი, რომელშიც ტრამპის მომდევნო ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების და ახლობლების დასანქცირებას ითხოვს. წერილში კონგრესმენი მადლობას უხდის მომავალი ადმინისტრაციის წევრებს მთავრობის გადაბარებისას შედეგიანი თანამშრომლობისთვის.
ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები წერტილოვნად არტყამს საქართველოს დე-ფაქტო მთავრობის ნარატივს იმის შესახებ, თითქოს პრო-ჩინური, ირანული და რუსული ინტერესების გატარება ტრამპის ან ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის მისაღებია," - ნათქვამია წერილში.
საჯაიას ცნობით, კონგრესმენი მომდევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს ამერიკული კანონით გათვალისწინებული მექანიზმები გამოიყენოს საქართველოს მიერ სანქციებისთვის თავის არიდების გამოსააშკარავებლად, ასევე ქოლ ცენტრებისა და ქართული ოცნების სხვა საქმიანობების გამოსააშკარავებლად.
ნანა საჯაის თქმით, "უილსონი წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმსა და მის კორუმპირებულ კადრებს მსგავსი ოპერაციები უმაგრებს ზურგს ფინანსურად და რომ ისინი სარგებლობენ უკრაინაში რუსეთის აგრესიით. მისი თქმით, შეერთებული შტატების გადამწყვეტ, მოკავშირეებთან შეთანხმებულ მოქმედებებს ქართული ოცნების რეჟიმის ოპერაციების აღმოფხვრა და არადემოკრატიული რეჟიმის შესუსტება შეუძლია".