logo
ENG



"გავლენა არ აქვს პარტნიორის სტატუსზე" - NATO-ში კობახიძისთვის მილოცვაზე "ფორმულას" უპასუხეს

01 იან 202515:49
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/01/i3pb9f4jd74ayae.jpg

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფორმულას კითხვას უპასუხა გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ საახალწლო მისალოც წერილთან დაკავშირებით. NATO-ს წარმომადგენლის ოფიციალურ პასუხში წერია, რომ მილოცვას "არანაირი გავლენა აქვს რომელიმე პარტნიორის სტატუსსა ან მათ საარჩევნო პროცესებზე.

კომენტარში ნათქვამია, რომ NATO შეშფოთებულია და კვლავ ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

"მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია, გენერალური მდივანი ახალ წელს უგზავნის მისალოც წერილს ნატოს ყველა პარტნიორს, ამას არანაირი გავლენა არ აქვს რომელიმე პარტნიორის სტატუსზე ან მათ საარჩევნო პროცესებზე. NATO კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, რაზეც ყურადღებით თვალყურის დევნას ვაგრძელებთ.

ჩვენ, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ევროკავშირსა და ნატოსთან, ხალხის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან დაფუძნებულია ძირითად დემოკრატიულ პრინციპებზე; ეს არის ჩვენი ამჟამინდელი თანამშრომლობის საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს მომავალი თანამშრომლობის საფუძველი", - წერია ფორმულასთვვის გამოგზავნილ კომენტარში.

***

31 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, საქართველოს არაღიარებულ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი წელი მიულოცა.

"გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს", - ნათქვამია მარკ რუტეს მისალოც წერილში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

 
 

close დახურვა