პირველი იანვრის ღამეს, უკრაინულმა საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 111 უპილოტო საფრენი აპარატიდან 63 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 46 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, ხოლო 2 რუსეთსა და ბელარუსში გაფრინდა.
ოკუპანტებმა დრონები ბრიანკის, ორელის, პრიმორსკო-ახტარსკის და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.