logo
ENG



ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

05 იან 202514:43
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/05/ge8r8fwowgbab1t.png

ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში ერთ-ერთ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტელეგრამ არხი აიაშარას ცნობით, ბავშვებიდან ყველაზე პატარა რამდენიმე თვის იყო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჭოლარიების ოჯახში, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს იმ ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.

როგორც ცნობილია, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. ქალი ხანძარს გადაურჩა.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ "ბებია მეზობლებთან დახმარების სათხოვნელად გავარდა, მაგრამ მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გაჩნდა".

 

close დახურვა