ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 126-მდე გაიზარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 188-მდე ადამიანია დაშავებული.
ბოლო მონაცემებით, მომხდარი მიწისძვრის შედეგად 3 000-ზე მეტი შენობა დაზიანდა.
მიწისძვრის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის რადიუსში 3 ქალაქი და 27 სოფელია, სადაც დაახლოებით 7 ათასი ადამიანი ცხოვრობს.12
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანახმად, ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოიწვია.