logo
ENG



იმაზე მალე გავიმარჯვებთ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია - რეჟიმის პატიმრის წერილი ციხიდან

09 იან 202521:22
3 წუთის საკითხავი
 

რეჟიმი პროტესტის მონაწილე პატიმრების დასჯას ციხეშიც აგრძელებს. ზეწოლისა და ღირსების შემლახავი გარემოს შესახებ ფორმულას პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი ნიკა კაცია უყვება. ის ციხიდან წერილს აგზავნის. გვიყვება, რომ აღარც საკმარისი ინფორმაცია მიეწოდება, ვეღარც საკმარისად სეირნობს, თუმცა მისი მთავარი საფიქრალი მაინც სახალხო პროტესტია.

პატიმარი მადლობა უხდის ყველას, - თავის კოლეგა ჟურნალისტებსა და უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს. რეჟიმი ახლა ციხეში ურთულებს პირობებს პატიმარს, რომლის დაკავების მიზეზებიც ოჯახისთვის სრულად აბსურდულია. ნიკა კაციას 8-დან 20-ც წლამდე პატიმრობა ემუქრება. 


close დახურვა