ლეგიტიმაციის პრობლემის წინაშე სულ მალე სასამართლო შტოც აღმოჩნდება. საქმე ისაა, რომ არაღიარებული პარლამენტი უახლოეს მომავალში უზენაესი სასამართლოს ორ ახალ მოსამართლეს უვადოდ დაამტკიცებს. მათგან ერთი შეცვლის ლიეტუვის მიერ სანქცირებულ შალვა თადუმაძეს, რომელიც ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადავიდა. მეორეს კი ნუგზარ სხირტლაძის ადგილას შეარჩევენ, რომელსაც პენსია 9 თვეში უწევს, თუმცა მის ადგილზე კონკურსი წინასწარ უკვე გამოცხადებულია.
ფაქტია, ივანიშვილის გუნდი, რომელიც დარწმუნებული არ არის რომ ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს, ჩქარობს და ე.წ.-ლი კლანის გაძლიერებას ცდილობს.