logo
ENG



ბრიტანელმა დეპუტატმა პარლამენტს ივანიშვილის დასანქცირების წინადადებით მიმართა

15 იან 202522:54
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/15/q1x63q8su8gwksk.jpg

დიდი ბრიტანეთის დეპუტატი ჯეიმზ მაკლირი მიესალმება აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, მსგავსად იმოქმედოს.

მან ბრიტანეთის პარლამენტს უკვე მიმართა წინადადებით, რომ სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს. ამის შესახებ ის X-ზე წერს. 

"პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში;

პალატა აღნიშნავს, რომ აშშ-მა შემოიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, გააკეთოს იგივე, რათა გამოხატოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ; მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციაში იყოს ევროკავშირიდან პარტნიორებთან რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად.  

და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას', - წერს დეპუტატი. 


close დახურვა