logo
ENG



ევროპარლამენტი საქართველოში პოლიტიკურ არეულობასთან დაკავშირებით დებატებს გამართავს

16 იან 202520:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/16/0ispqvigqlrfkiq.jpg

ევროპარლამენტი მომდევნო კვირას საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე დებატებს გამართავს

ასევე, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს რედაქტორ რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტი 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. 

"ევროპარლამენტი სამშაბათს (21 იანვარს) განიხილავს საქართველოს საკითხს, თუმცა რეზოლუციის კენჭისყრა პირველად თებერვლის სესიაზე გაიმართება," - წერს იოზვიაკი.

სადებატო განრიგში აღწერილია, რომ ევროპარლამენტი დებატებს საქართველოში პოლიტიკურ არეულობასა და ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებზე გამართავს.

ასევე, დებატები გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გავლენაზე ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობებზე.

ამასთან, დებატები შეეხება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და ისრაელი-პალესტინის  სახელმწიფოების გადაწყვეტის პერსპექტივებს.


close დახურვა