logo
ENG



გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმე

16 იან 202520:09
3 წუთის საკითხავი
 

აქცევს თუ არა ოცნების გამოძიება დაზარალებულს დამნაშავედ. მეორე დღეა რეჟიმი გიორგი გახარიას დაჭერით ემუქრება. „ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომელიც 7-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

გამოძიება ამ დრომდე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. თავდასხმიდან ორი დღე გავიდა, თუმცა არ ჩანან ე.წ. დეპუტატები რომლებიც ფიზიკურ ანგარიშწორებაში მონაწილეობდნენ. ოპოზიცია ჯგუფურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ოლიგარქის პარტიას აკისრებს.


close დახურვა