logo
ENG



მილერი: აშშ-მა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს სანქციები დაუწესა

17 იან 202500:59
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/17/5tqjmvzvmjmy6w3.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ინფორმაცია მილერმა X-ზე გაავრცელა.

"დღეს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სუდანის შეიარაღებული ძალების ლიდერს, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს, კომპანიასა და ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს შეიარაღების შესყიდვაში SAF-ისთვის.

შეერთებული შტატები მზად არის პასუხისმგებელ პირებს სუდანში მომხდარ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დააკისროს", - განაცხადა მეთიუ მილერმა. 


close დახურვა