logo
ENG



დასავლეთ იორკშირში მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

26 იან 202500:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/26/5c1ifv8ljtj89b8.jpg

ინგლისში, დასავლეთ იორკშირში მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილმა გზიდან გადაუხვია და ხეს შეეჯახა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 18 წლის მძღოლი და ორი 19 წლის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც პოლიციის თქმით, ერთი მამაკაცი საავადმყოფოში რჩება სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით, მეორე მგზავრმა კი დაზიანებები მიიღო, მაგრამ სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

close დახურვა