logo
ENG



პაპუაშვილი დიპლომატიური ვიზების შეჩერებას "არაევროპულ და დაბალ საქციელს" უწოდებს

28 იან 202518:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/28/mb26vnjzja7gqn7.jpg

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას "არაევროპულ და დაბალ საქციელს" უწოდებს. 

ის ამბობს, რომ "ევროკავშირს ეს არ ეკადრება". 

"პრობლემა არ არის, თუკი ოფიციალური ვიზიტის დროს იქნება ვიზის აღება საჭირო, აიღებს ვიზას ადამიანი, ესეც არ არის პრობლემა. მინდა ვთქვა, რამდენად არაევროპული, რამდენად დაბალი საქციელი არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების და ზოგადად ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაც იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, ნუ რა ვქნათ, ამასაც ვხედავთ", - ამბობს ის. 

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.


close დახურვა