logo
ENG



14 ქვეყნის საელჩო: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, გადაიხედოს მისი საქმე

30 იან 202516:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/30/eoxabcgz4qt5f78.jpg

მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი 14 ქვეყნის საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. საელჩოები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, მისი საქმე კი გადაიხედოს.

ამასთან, განცხადების ავტორების თქმით, შეშფოთებულები არიან, რომ აქციის მონაწილეების მიმართ სისტემურ ძალადობის შემდეგ, არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

"მედიის თავისუფლების კოალიციის წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს.

ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ხელმომწერები:

ავსტრიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის საელჩოები


close დახურვა