logo
ENG



კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა

01 თებ 202520:44
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/01/gmv1g8uq7y8nv5z.jpg

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 წლის კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

44 წლის კაცმა, რომელიც დევნილი იყო და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

 
 

close დახურვა