logo
ENG



პოლიციამ საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსები გიგი უგულავა და ნიკა მელია დააკავა

02 თებ 202518:38
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/02/n0t9ewcfiz2dbn9.jpg

თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსები, გიგი უგულავა და ნიკა მელია დააკავეს.

ამ დროისთვის მელიასა და უგულავას დაკავების მიზეზი უცნობია.

თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიცია აკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილია.

ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

 

 

 


close დახურვა