logo
ENG



ისაკო დევიძე 3 500 ლარით დააჯარიმეს

05 თებ 202518:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/05/log6cjrq6p9cphf.jpg

საპროტესტო აქციების მონაწილე ისაკო დევიძემ იზოლატორი დატოვა და  სასამართლომ 3 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.

პირველ თებერვალს ისაკო დევიძე საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის დროს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დააკავა, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


close დახურვა