logo
ENG



ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

07 თებ 202517:29
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/07/nmctn2tl9s2rhlk.jpg

ქართული ოცნების არალეგიტიმიური პარლამენტის ხმოსნების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავა დანიშნა.

ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას  წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

ნათია თურნავა  2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე  სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

2019-2022 წლებში თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე იყო.


close დახურვა