logo
ENG



საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

08 თებ 202514:28
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/08/o31sci50d7wui8m.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, საგარეჯოში მიმხდარი მკვლელობის ფაქტზე,  1984 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - წერს შსს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა