
რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები მობილიზდნენ - ისინი აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
როგორც ცნობილია, ჭიჭინაძეზე გამოჩნდნენ ნიღბიანებიც.
პარლამენტთან პროევროპული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან გამართული მარშის მონაწილეებიც.
დღეს პროტესტის 73-ე დღეა.