logo
ENG



ზელენსკის თქმით, პუტინთან შეხვედრის შემთხვევაში ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

11 თებ 202523:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/11/bpkje61ub0w5veg.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყებას უზრუნველყოფს, ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს.

ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში გააკეთა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის სანაცვლოდ კურსკის ოლქს შესთავაზებს.

"ჩვენ ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ არ იცის, რომელ ტერიტორიას გაიღებს რუსეთი კურსკის სანაცვლოდ.

"მე არ ვიცი, შევხედავთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, არ გვაქვს პრიორიტეტები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა