logo
ENG



თბილისი ენერჯი: 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია

13 თებ 202500:09
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/13/33pdxxy3d8f9iqu.jpg

კომპანია თბილისი ენერჯის განცხადების მიხედვით, 150 000 აბონენტს გაზი უკვე მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

"ბუნებრივი გაზის მაგისტრალზე, ავარიის შედეგად გათიშული უბნების - დიღომი, ვაშლიჯვარი, თხინვალა, ლისი, ვაკე, ბაგები, ნუცუბიძე და საბურთალოს 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს იმ ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით გაზი არ ჩაირთო.

ავარიის ლიკვიდაციაში კომპანია სრული რესურსით ამ დრომდე ჩართულია.

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო", - წერია განცხადებაში.


close დახურვა