logo
ENG



გაზსადენის დაზიანების გამო, დიღმის რაიონში გაზის მიწოდება ავარიულად 4100 აბონენტს შეუწყდა

26 მარ 202519:36
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/26/072gu69efi8sd8i.jpg

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, "სარემონტო სამუშაოების დროს ერთ-ერთმა კომპანიამ დააზიანა თბილისი ენერჯის გაზსადენი, რის გამოც დღეს, 26 მარტს, 17:00 საათზე გაზმომარაგება რამდენიმე ადგილზე ავარიულად შეწყდა".

გაზსადენის დაზიანების გამო, დიღმის რაიონში გაზის მიწოდება ავარიულად 4100 აბონენტს შეუწყდა.

გაზმომარაგება შეწყდა: 

III მ/რ (ტელევიზორების ქარხნის მიმდებარე ტერიტორია);
მირიან მეფის ქ. 8, 8კ, 20, 96;
სოფ. დიღომი – ნაკვეთი 753, 2;
თინათინის ქ. 2, 3, 4, 5, 8, 11;
ვეფხისტყაოსნის ქ. 27, 40, 48, 54-3, 64, 90;
ავთანდილის ქ. 8, 9ა, 11;
ტარიელის ქ. 10, 16, 23;
დავარის ქ. 1, 12, 13, 19, 20, 21, 22, 26, 27, 28, 29, 34, 36, 37, 42, 44, 46, 52;
ფატმანის ქ. 23, 81, 98;
რამაზის ქ. 58, 58ბ;
ასმათის ქ. 15, 19, 21, 30, 33, 35, 56, 58.

"გაზის მიწოდება, ასევე, შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და მცირე კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 27 მარტს 10:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათისთვის", - წერია კომპანიის განცხადებაში.


close დახურვა