
მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეხვედრები გამართა აშშ-ის დელეგაციასთან და ევროპელი ლიდერებთან. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება იყო.
პრეზიდენტი დღის განმავლობაში არაერთ გავლენიან პოლიტიკოსს შეხვდა, მათ შორის:
- ესტონეთის პრეზიდენტს – ალარ კარის,
- მოლდოვას პრეზიდენტს – მაია სანდუს,
- ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს – ალენ ბერსეს,
- ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს – კაია კალასს,
- ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს – ჯო უილსონს,
- უკრაინის პრეზიდენტს – ვოლოდიმირ ზელენსკის,
- ჩეხეთის პრეზიდენტს – პეტრ პაველს.
ზურაბიშვილმა შეხვედრებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.