
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდნენ.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომის საკითხთან დაკავშირებით საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა.
***
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების სამომავლო შეხვედრაზე უკრაინას არანაირი ინფორმაცია ჰქონდა.
"ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენ შესახებ, რომელიც ჩვენ გარეშე შედგა. ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
18 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ერთმანეთს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის მედიისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა X-ზე გაავრცელა.