logo
ENG



საპროტესტო მარშის მონაწილეებზე თავდამსხმელები ადმინისტრაციული წესით დააკავეს

21 თებ 202522:12
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/21/eimiacgizbz31po.png

ორი პირი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებს, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ, ფილარმონიის მიმდებარედ ორი პირი დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ხმლითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი პირები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ.


close დახურვა