
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და პოლონეთის პრემიერმინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ერთმანეთს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია რუბიომ სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ სიკორსკისთან მრავალი საკითხი, მათ შორის უკრაინის თემა განიხილა.
"ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-პოლონეთის ურთიერთობას უკეთესი სარგებელი მოიტანოს როგორც ამერიკელი, ასევე, პოლონელი ხალხისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბაზრის სამართლიანსა და ორმხრივ წვდომას.
ჩვენ, ასევე, განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომი და NATO-ს ყველა მოკავშირის საჭიროება, რომ დაუყოვნებლივ გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები", - წერს რუბიო.