logo
ENG



თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

16 მარ 202515:07
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/16/00um17odaahk3vf.jpeg

16 მარტს, ღამით, თბილისში 21 წლის გიორგი ახალაია მოკლეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღითაა მოკლული. 

შსს-ს ცნობით, ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოკლული გიორგი ახალაია სპორტსმენი იყო, რომელსაც დაბადების დღე 16 მარტს ჰქონდა.


close დახურვა