logo
ENG



ყაველაშვილმა საერთაშორისო საკითხებში მრჩევლად ლუკა ეხვაია დანიშნა

20 მარ 202515:37
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/20/50s8kjduu14s29m.jpg

ქართული ოცნების პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ლუკა ეხვაია დაინიშნა.

BMG-ის მიერ ქართული ოცნების პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო საკითხებში მრჩეველს 6 424 ლარი აქვს ხელფასი.

საჯარო წყაროების მიხედვით, ლუკა ეხვაია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარია.

2010 - 2014 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში - სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG), სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით (ბაკალავრი);

2015 - 2017 წლებში კი - ბოლონიის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში.

ლუკა ეხვაია YouTube-ზე პოდკასტ ფუკოს ქანქარას ავტორია. 


close დახურვა